რუსთავში, დავით გარეჯის N21 ბ-ში, საკანალიზაციო სისტემასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, სამუშაოები ჩატარდა~.
სამუშაოებს კომპანია "რუსთავის წყალმა" და აიიპ "რუსთავსერვის ცენტრმა" ერთობლივად განახორციელა.
არსებული ინფორმაციით, "რუსთავსერვის ცენტრის" თანამშრომლებმა სანიაღვრე ქსელი გაწმინდეს, "რუსთავის წყალმა" კი ჭის მოწყობისა და საკანალიზაციო სისტემის გაწმენდის სამუშაოები შეასრულა.
შეგახსენებთ, "ინფო რუსთავს" აღნიშნული კორპუსის მცხოვრებლებმა ფაქტის გაშუქების თხოვნით რამდენიმე დღის წინ მიმართეს, რასაც შესაბამისი სამსახურების მხრიდან რეაგირება მოჰყვა.
ადგილობრივები ამბობდნენ, რომ გაუმართავი საკანალიზაციო სისტემის პრობლემა 9 წლის განმავლობაში ჰქონდათ.