რუსთავის კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში "ოქსიგენ ფესტის" ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები დღესაც არ ჩატარდება.
ამის შესახებ ინფორმაციას ფესტივალის ორგანიზატორები ავრცელებენ.
"მოგესალმებით მეგობრებო, კარგი დასაწყისის მიუხედავად სტიქიის გამო სამწუხაროდ შევფერხდით. ამინდის მოსალოდნელი გაუარესების გამო, ფესტივალის ფარგლებში გუშინდელი დღის ძირითადი ნაწილი და დღევანდელი ღონისძიებები სრულად, რამდენიმე დღით გადადებულია.
ზუსტდება თარიღი, თუ როდის გავაგრძელებთ ერთმანეთის შესანიშნავ განწყობაზე ზრუნვას, რასაც აუცილებლად გაცნობებთ ოფიციალური განცხადებით. ბილეთები სურვილისამებრ შეგიძლიათ შეინახოთ და გამოიყენოთ გადადებული თარიღისთვის, ან დააბრუნოთ და აინაზღაუროთ კუთვნილი თანხა. მადლობა მხარდაჭერისთვის",- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ფესტივალის პირველი დღე უამინდობის გამო ჩაიშალა. ძლიერმა ქარმა რუსთავის ცენტრალურ პარკში მოწყობილი მთავარი სცენა დააზიანა, რის გამოც მუსიკალური და საცეკვაო ნომრების გაგრძელება შეუძლებელი გახდა.