"მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, დღეიდან, 25 ივნისიდან, მუნიციპალური ავტობუსები N1, N2, N3 და N 7 მარშრუტებზე, 23:00 საათამდე მოემსახურებიან მგზავრებს", - ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სამომავლოდ, შესაძლოა გრაფიკი კიდევ დაკორექტირდეს.
"გადაწყვეტილება, ქალაქის მერიამ, მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით მიიღო. აღნიშნულ მარშრუტებზე, ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკის 1 საათით გახანგრძლივება ამ ეტაპზე, სატესტო რეჟიმში მოხდა და სამომავლოდ, შესაძლოა კიდევ უფრო ოპტიმალური და მგზავრებისთვის კომფორტული გრაფიკით შეიცვალოს", - ნათქვამია ინფორმაციაში.