რუსთაველი ალექსანდრე წივწივაძე ორგზის ევროპის ჩემპიონია.
რუსთაველმა სპორტსმენმა ოქროს მედალი ევროპის ჩემპიონატზე 1000 მეტრიან დისციპლინაში მოიგო. ჩემპიონატი სერბეთის დედაქალაქში, ბელგრადში იმართება.
წივწივაძემ კანოეთი გასავლელი მანძილი 3 წუთსა და 59 წამში დაფარა და შეჯიბრის მონაწილე სხვა კონკურსანტები უკან ჩამოიტოვა.