რუსთავში, მე-12 მიკრორაიონში 3 კაცის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ლ.ვ-ს რუსთავის საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. [ვიდეო/video]
გადაწყვეტილება მოსამართლე ქეთინო ლუაშვილმა გამოაცხადა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავთან" ფაქტის თვითმხილველები ამბობენ, რომ სისხლიანი დაპირისპირება მამაკაცებს შორის, სავარაუდოდ, გოგოს გამო დაიწყო, რომელიც ბრალდებულ ლ.ვ-ს მოსწონდა.
როგორც "ინფო რუსთავთან" ლ.ვ-ს უფლებადამცველი აცხადებს, ბრალდებული ამ დროისთვის დუმილის უფლებას იყენებს და დამატებით დეტალებზე არ საუბრობს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მე-12 მიკრორაიონში არასრულწლოვანმა სამი ახალგაზრდა მამაკაცი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით დაჭრა.