მდინარე ჭოროხში მაშველები ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს.
თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი სავარაუდოდ ჯართს აგროვებდა და მდინარეში თოკით იყო შესული, რა დროსაც დინებამ გაიტაცა.
გარდაცვლილია 30 წლამდე ასაკის მამაკაცი.
მაშველებმა ცხედარი ნაპირთან ახლოს იპოვეს, მას ტანზე თოკი ჰქონდა დამაგრებული.
მდინარის პერიმეტრზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მუშაობდა.
შემთხვევის ადგილას იმყოფებიან სამართალდამცველები, მიმდინარეობს გამოძიება.