რუსთავში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 2 ფაქტი გამოავლინეს

2026-10-13 17:05:47

2026 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში რუსთავში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების  2 ფაქტი გამოავლინეს.

ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან მიაწოდეს.

მათივე ცნობით, ამავე პერიოდში ქვემო ქართლში სულ ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 10 ფაქტია გამოვლენილი.