რუსთავში სიმაღლიდან 12 წლის გოგო გადმოვარდა

2026-10-13 13:53:23

რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში ერთ-ერთი კორპუსის მე-3 სართულის აივნიდან 12 წლის გოგო გადმოვარდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მოზარდი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა. 12 წლის გოგო კლინიკაში შეყვანის დროს გონზე და კონტაქტური იყო.

პაციენტს შესაბამისი სამედიცინო კვლევები უტარდება.