რუსთავში, მეგობრობის, რჩეულიშვილის, ნეკრასოვის, ბარნოვის, გურამიშვილის, სამგორის, ხერხეულიძის, კიკვიძის და მიმდებარე ქუჩებზე ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდა.
როგორც კომპანია "ენერგო პრო ჯორჯიაში" აცხადებენ, მიზეზი ქსელზე გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
აბონენტებს დენის მიწოდება 18:00 საათზე აღუდგებათ.