რა ღირს წალკის კანიონზე შესვლა

2022-06-15 17:40:10

წალკის კანიონზე საქართველოს ზრდასრული მოქალაქისთვის შესვლა 29 ლარი ღირს.

ამის შესახებ თავად კომპანიაში აცხადებენ.

ეკოტურისტული ობიექტის მონახულების მსურველ 3-12 წლამდე საქართველოს მოქალაქეს 19 ლარად შეეძლება ზრდასრულ საქართველოს მოქალაქეს - 29 ლარად, ხოლო უცხოელი ვიზიტორებისთვის ზრდასრულის შემთხვევაში ბილეთის ფასი - 49 ლარი, ხოლო მოზარდისთვის 34 ლარი იქნება.

გარდა ამისა, ექსტრემალური სპორტის მოყვარულებს ტერიტორიაზე მოწყობილ ბაიკ-ლაინი 120 ლარი დაუჯდებათ, გიგანტური საქანელა 1 პერსონაზე 80 ლარი, ხოლო 3-ზე 150.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები