წალკის კანიონი ვიზიტორებისთვის გაიხსნა

2022-06-14 21:34:17

წალკის კანიონზე მოწყობილი ინფრასტრუქტურა და შუშის ხიდი, რომლის სიგრძეც 240 მეტრია, Kass Land-მა ოფიციალურად გახსნა.

კომპანიის გენერალური დირექტორის ეკატერინე თორდიას განცხადებით, ეს პროექტის პირველი ნაწილია და მალე დაცულ ტერიტორიაზე ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დახურული ტიპის აკვაპარკი აშენდება.

"240 მეტრის შუშის ხიდის მშენებლობა, რომლის შუაგულში დაკიდებულია ბრილიანტის ფორმის კაფე-ბარი, სრულად 2022 წლისთვის დასრულდება და ამ საოცარ ნაგებობას ხიდზე დაკიდებულ ყველაზე მაღალი რესტორნის სტატუსით, გინესების წიგნში ვიხილავთ.

ასევე, ეს ჩვენი ინვესტიციის მხოლოდ ნაწილია. რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიციით, მიმდებარე ტერიტორიაზე, კომპანია ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მასშტაბური აკვაპარკის მშენებლობას გეგმავს და დამატებით 200 ვილაც აშენდება. ამაში სახელმწიფოს მხარდაჭერის იმედი გვაქვს. ჩვენი მიზანი წალკის მსოფლიო მიზიდულობის ცენტრად ქცევაა“, - განაცხადა ეკატერინე თორდიამ.

წალკის კანიონზე მოწყობილი ინფრასტრუქტურა პრემიერ-მინისტრმა და მთავრობის სხვა წევრებმა დაათვალიერეს.

ტერიტორიაზე მოწყობილია  ექსტრემალური სპორტის მოყვარულებისთვის ზიპ-ბაიკი და დიდი ზომის საქანელა. 

საერთო ჯამში წალკაში 120 000 000 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.



ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები