გუშინ მოსული უხვი ნალექის შემდეგ, რუსთავის ქუჩების მოწესრიგება მიმდინარეობს. "რუსთავსერვისცენტრ"- ის მიერ, გაწმენდითი სამუშაოები ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე პარალელურ რეჟიმში ხორციელდება.
შესაბამისი სამსახურების განცხადებით, გზებზე ვითარება, უახლოეს საათებში მოწესრიგდება.
შეგახსენებთ, რომ რუსთავის ქუჩები, გუშინ ღამით მოსული უხვი ნალექის გამო დაიტბორა.