აქცია რუსთავის მერიაში. დაზარალებული ბინათმესაკუთრეები, რომლებიც საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას ან კონპენსაციის გადახდას ითხოვენ, დღეს მერიაში მივიდნენ ქალაქის ხელმძღავანელ პირებთან შეხვედრას ითხოვდნენ.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრების განცხადებით, საქმე ეხება 30 წლის წინ დაწყებულ ბინების მშენებლობას, რომელშიც თანხა გადაიხადეს, თუმცა სახლები არ მიუღიათ.
მერიის შენობაში შეკრებილ, დაზარალებულ პირებს, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მიხეილ მუზაშვილი ესაუბრა. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს.
დაზარალებულებისა და მერიის წარმოამდგენლების გადაწყვეტილებით, საკითხის განსახილველად შეხვედრა, უახლოეს დღეებში გაიმართება.