რუსთავი-ისნის ავტობუსში 20 წლის გოგო სექსუალურად შეავიწროვეს

2022-06-14 00:01:25

რუსთავი-ისნის მიმართულებით მოძრავ ავტობუსში 20 წლის გოგო 50 წლამდე კაცმა სექსუალურად შეავიწროვა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავთან" ახალგაზრდა გოგო, დ.მ ყვება, თავდაპირველად ვერც კი გაიაზრა, რა მოხდა. ყველაფერი მას შემდეგ მიხვდა, რაც ავტობუსიდან ჩავიდა.

"დაახლოებით 9-ის ნახევარი იყო, ან ცოტა ადრეც შეიძლება, რუსთავიდან გამოვყევი ავტობუსს(20 ნომერს), სადაც უამრავი ხალხი იყო. ფეხზე დგომა მომიწია, ბარათის მისადები სადაცაა იქ, გვერდით(მარცხნივ)ახალგაზრდა მამაკაცი მედგა, წინ მოხუცი კაცი, მარჯვნივ ბიჭი იდგა, როგორც მახსოვს. ეს კაცი, რომელიც წინ მედგა, საკმაოდ ახლოს იყო, მაგრამ არ მიმიქცევია ყურადღება, რადგან ბევრი ხალხი იყო. ამ კაცს ეცვა შავი ან მუქი ლურჯი ზედა, ოღონდ აშკარად დიდი იყო, წელს ქვემოთ ჰქონდა, რამდენიმე დამუხრუჭებაზე მომაწვა ეს კაცი.

ბოლოს უკვე ისანთან ვიყავით, რომ რამდენიმე შეხება ვიგრძენი, თითქოს რბილი რაღაც მეხებოდა ფეხთან, სუნთქვა შემეკრა და ვიფიქრე, რომ მეჩვენებოდა, ბოლოს რაღაცნაირად დაიწყო სუნთქვა და გაჩერდა ავტობუსიც. მაშინ მივხვდი, რაც მოხდა. რომ ჩამოვედით ავტობუსიდან მიყურებდა კიდეც",- განუცხადა "ინფო რუსთავს" ახალგაზრდა გოგომ.

მისივე თქმით, იგივე მამაკაცი, ორი დღის შემდეგ კიდევ ერთი ახალგაზრდა გოგოს შევიწროებას შეეცადა.

"2 დღის მერე საღამოს ვბრუნდებოდი ისნიდან, გვერდით გოგო მომიჯდა, ქვედაბოლო ეცვა, სანამ გავიდოდა ავტობუსი დავინახე ეს კაცი, ისევ ზედით ვიცანი, ამ გოგოს ჩაეძინა და ახლოს რომ მოვიდა ერთადერთი, რაც შევძელი გავაღვიძე და ტელეფონში დავწერე, რომ ფრთხილად ყოფილიყო, ისე აკეთებდა რომ ვერავინ ვერაფერს შეატყობდა",- ამბობს დ.მ.

დ.მ აცხადებს, რომ მომხდარის შესახებ სამართალდამცავებს არ აცნობა, რადგან დამადასტურებელი ფაქტები არ ჰქონდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები