ქორწინების მიზნით 19 წლის გოგო მოიტაცეს

2022-06-08 11:50:48

ბათუმში ქორწინების მიზნით 19 წლის გოგო გაიტაცეს.

გატაცების შემდეგ ახალგაზრდა ქალი ავტომობილით სამეგრელოს მიმართულებით წაიყვანეს.

ზუგდიდისკენ მიმავალი ავტომობილი სამართალდამცავებმა გააჩერეს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.