"ერთი შემთხვევა უარყოფილია და ერთის კვლევა მიმდინარეობს"

2022-06-07 11:26:05

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში მაიმუნის ყვავილის ვირუსის ორი სავარაუდო შემთხვევიდან ერთი უარყოფითია, ხოლო, მეორე შემთხვევის გამოკვლევა გრძელდება - გამყრელიძემ ამის შესახებ
"რადიო თავისუფლებას" უთხრა.

"გაძლიერებულია ზედამხედველობა ვირუსულ დაავადებებზე. ჯერჯერობით ერთი შემთხვევა უარყოფილია და ერთის კვლევა მიმდინარეობს", - აცხადებს გამყრელიძე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 5 მაისს დაადასტურა მაიმუნის ყვავილის 780 შემთხვევა მსოფლიოს 27 ქვეყანაში.  მონაცემები არ მოიცავს შემთხვევებს აფრიკის ქვეყნებში, სადაც ეს დაავადება ენდემურია.