რუსი ვიზიტორების რაოდენობა საქართველოში სამჯერ გაიზარდა

2022-06-06 14:09:26

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2022 წლის მაისის ტურიზმის დეტალური სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მაისში საქართველოში რუსების ვიზიტების რაოდენობა წინა წელთან შედარებით სამჯერ გაიზარდა და მთლიანმა ნაკადმა 51,561-ს მიაღწია.

თვეების მიხედვით, რუსების ვიზიტები ასე ნაწილდება: მარტი - 22,536; აპრილი 33,556; მაისი - 51,561.

მაისში საქართველოში ვიზიტორები შემდეგი ქვეყნებიდან შემოვდინენ:

1) თურქეთი 60 184 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 175%
2) რუსეთი 51 561 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 377%
3) სომხეთი 42 606 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 332%
4) საქართველო (არარეზიდენტი) 24 682 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 159%
5) ისრაელი 18 986 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 69%
6) უკრაინა 15 005 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 30%
7) აზერბაიჯანი 12 634 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 121%
8) ყაზახეთი 10 965 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 135%
9) ბელარუსი 9 780 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 316%
10) საუდის არაბეთი 8 559 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 1802%.