Messenger- ის ახალი ფუნქცია

2022-06-06 11:09:01

Messenger-ს ახალი ფუნქცია ემატება, აპლიკაციის ქვედა ნაწილში, ხმოვანი და ვიდეოზარებისთვის განკუთვნილი ჩანართი დაემატება. იგი Chats, Stories და People ვარიანტებთან ერთად გამოჩნდება და მომხმარებელთა კონტაქტებს, ასევე ხმოვანი და ვიდეოზარებისათვის განკუთვნილ სპეციალურ ღილაკებს შემოგვთავაზებს.

მათთვის, ვინც რეგულარულად არ იყენებს ფუნქციას, ეს იქნება მკაფიო შეხსენება, რომ მათ შეუძლიათ გამოიყენონ აპი ხმოვანი ან ვიდეო ზარებისთვის, ტექსტური შეტყობინებების გარდა.

ამ დრომდე  მომხმარებლებს ცალკეული სასაუბროს გახსნა და იქიდან დარეკვა უწევდათ, ახალი ფუნქციის წყალობით კი ამას უკვე პირდაპირ შეძლებენ.