რუსთავის 4 ბაგა-ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება.
კერძოდ, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი გეგმავს N33 და N36 საბავშვო ბაღების ერთი ფლიგელის და დამაკავშირებელი დერეფნებისა და N37 და N43 საბავშვო ბაღების გადახურვის სამუშაოებს.
შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად კი გამოცხადებულია ელექტრონული ტენდერი, რომლისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 264 381 ლარია გამოყოფილი.