რუსთავში სპორტულ მოედანს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

2022-06-04 12:24:45

რუსთავში გურამიშვილის ქუჩაზე #9, #5 და #11 ნომრებს შორის მდებარე ძველი სპორტულ მოედანს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება.

სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად ქალაქის მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

ადგილობრივი ბიუჯეტიდან პროექტის განსახორციელებლად 151 145 ლარი გამოიყო.