რუსთაველმა სპორტსმენმა, გიორგი სარდალაშვილმა თბილისის გრანდსლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
60 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენმა ფინალის საგზური ლუხუმ ჩხვიმიანის დამარცხებით მოიპოვა.
სარდალაშვილი ფინალში ასევე ქართველ ძიუდოისტს თემურ ნოზაძეს შეხვდა, თუმცა მასთან ბრძოლაში დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.