რუსთავის სკოლაში მასწავლებელი გაქურდეს.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, რუსთავის ერთერთ სკოლაში დირექტორის მოადგილეს საკუთარი სამუშაო კაბინეტიდან ფული მოპარეს.
არსებული ინფორმაციით სკოლაში 35 წლამდე მამაკაცმა შეაღწია და პედაგოგის ხელჩანთიდან 500 ლარამდე თანხა ამოიღო.
როგორც კი მასწავლებელმა აღმოაჩინა რომ თანხა საფულეში არ იყო ადგილზე პოლიცია გამოიძახა.
სამართალდამცავებმა კამერების დათვალიერების შემდეგ მალევე დაადგინეს მამაკაცის ვინაობა.
რუსთავის პოლიციამ ბრალდებული მალევე დააკავა.