ახალგაზრდა ქალს მეხი დაეცა

2022-06-01 19:33:55

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში უბედური შემთხვევა მოხდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" მერიაში განუცხადეს, 35 წლის ქალს, რომელიც ყანაში მუშაობდა მეხი დაეცა.

ახალგაზრდა შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.