რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე ერთმანეთს 4 ავტომობილი შეეჯახა [video]

2022-06-01 17:01:36

რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ ჩქაროსნულ მაგისტრალზე ერთმანეთს ოთხი ავტომობილი შეეჯახა. [ვიდეო/video]

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ავარიაში მონაწილე მძღოლებმა განუცხადეს, "ფორდის" მარკის მიკროავტობუსი შუქნიშანზე იყო გაჩერებული, რა დროსაც უკნიდან "მერსედესის" მარკის ჯიპი შეეჯახა, რომელსაც თავის მხრივ "ჰონდას" მარკის ავტომობილი შეეჯახა, "ჰონდას" კი ასევე მის უკან მდგომი "მიცუბიშის" მარკის ავტომობილი.

შემთხვევის დროს ერთი ადამიანი დაშავდა და ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა დამატებითი გამოკვლევებისთვის კლინიკაში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები