ხმაური რუსთავის საკრებულოზე

2022-05-31 20:33:19

რუსთავის მე-7 მოწვევის საკრებულოს მე-7 სხდომა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა.

დეპუტატებს შორის დაპირისპირება მერიის მიერ ინიცირებულ მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტების დაფინანსების პროგრამას მოყვა, რომლის მიხედვითაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან დაფინანსებას მიიღებენ ის სტუდენტები რომელთა აკადემიური მოსწრება 85-დან 100 ქულამდე ფასდება.

დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების გამო საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომა შეწყვიტა და 10 წუთიანი შესვენება გამოაცხადა.

შესვენების შემდეგ განახლებულ სხდომაზე მერიის მიერ ინიცირებულ 11 საკითხს უყარეს კენჭი, თუმცა საკითხების ნაწილისთვის კენჭისყრის პროცესში ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებს მონაწილეობა არ მიუღიათ.