რუსთაველი სპორტსმენი, გუჯა ბარბაქაძე ქართულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონი გახდა.
ჩემპიონატი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში გაიმართა, სადაც ბარბაქაძემ 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზა.
რუსთაველმა სპორტსმენმა 5 შეხვედრა ჩაატარა და 5-ვე სუფთა გდებით მოიგო. ფინალურ ეტაპზე მან ახმეტელ ნიკა ჭიკაიძეს სძლია.
გუჯა ბარბაქაძე ოქროს მედლითა და ფულადი პრიზით დაჯილდოვდა.