მოქალაქეს ავტობუსი დაეჯახა

2022-05-31 18:00:18

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოქალაქეს ავტობუსი დაეჯახა. დაშავებული მამაკაცი ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.