რამდენი პენსიონერი ცხოვრობს რუსთავში

2022-05-01 12:03:22

რუსთავში 15 000-მდე საპენსიო ასაკის მქონე ადამიანი ცხოვრობს.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" მონაცემები საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან მიაწოდეს.

როგორც მოწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საყოველთაო აღწერის დროს, რომელიც  ბოლოს საქართველოში 2014 წელს ჩატარდა, რუსთავში 65-წელს გადაცილებული 4085 კაცი ცხოვრობდა, ხოლო 60 წელს გადაცილებული 10 593 ქალი.

ქართული კანონმდებლობიდან მიხედვით კაცს სახელმწიფო პენსია 65 წლიდან ენიშნება, ხოლო ქალს 60 წლის ასაკიდან.

აღნიშნული მონაცემიდან გამომდინარე, რუსთავში პენსიას 2,5-ჯერ მეტი ქალი იღებს, ვიდრე კაცი.

ცნობისთვის, 2014 წელს ქალაქის მოსახლეობა 124 000 ადამიანისგან შედგებოდა, ხოლო 2022 წლის მონაცემებით 128 800-ია, ამიტომ, შესაძლებელია, საყოველთაო აღწერის შემდეგ ზემოთ მოცემული სტატისტიკური მონაცემები მცირედით შეცვლილიყო.