რუსთავის მოსახლეობა და რელიგიური აღმსარებლობები

2022-06-04 10:03:22

რუსთავის მოსახლეობის 93% მართმადიდებლური აღმსარებლობისაა.

აღნიშნული სტატისტიკური მონაცემები საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მიაწოდა.

ქვეყანაში მოსახლეობის ბოლო საყოველთაო აღწერის დროს, რომელიც 2014 წელს ჩატარდა, გამოიკვეთა, რომ რუსთავის მოსახლეობის სრული რაოდენობიდან, 125 103 ადამიანიდან, 117 065 მართმადიდებელი ქრისტიანია. მართმადიდებლობის შემდეგ ყველაზე მეტი აღმსარებელი კი მუსლიმური რელიგიას ჰყავს.

1. მართმადიდებელი - 117 065

2. მუსლიმური - 4566

3. სომხურ-სამოციქულო - 500

4. იეჰოვას მოწმე- 476

5. იეზიდური - 128

6. პროტესტანტული - 120

7. კათოლიკური - 113

8. იუდეური - 12

საერთო რაოდენობაში 2123 ადამიანმა ან პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა, ან თქვა რომ სხვა აღმსარებლობისაა, ან ზემოთ ჩამოთვლილთაგან არცერთ აღმსარებლობას მიეკუთნება, ან საყოველთაო აღწერის დროს ჩატარებული გამოკითხვისას რელიგიური მრწამისი არ მიუთითა.

ცნობისთვის, 2014 წელს ქალაქის მოსახლეობა 124 000 ადამიანისგან შედგებოდა, ხოლო 2022 წლის მონაცემებით 128 800-ია, ამიტომ ,შესაძლებელია, საყოველთაო აღწერის შემდეგ ზემოთ მოცემული სტატისტიკური მონაცემები მცირედით შეცვლილიყო.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები