რუსთავში "ოქსიგენ ფესტი" დაფუძნდა.
ფესტივალთან დაკავშირებით, რომელიც რუსთავის დასვენებისა და კულტურის პარკში გაიმართება, რუსთაველებს დეტალები ქალაქის მერმა, ნინო ლაცაბიძემ და კულტურის სფეროში მისმა მრჩეველმა ლაშა ნოზაძემ გააცნეს.
"მოსახლეობის მოთხოვნა და განსაკუთრებით ახალგაზრდების მოთხოვნა შეხვედრებზე იყო, კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონოდათ დასვენების, განტვირთვისა და ხარისხიანი მუსიკის მოსმენის.
ამიტომ წელს მუნიციპალიტეტმა ბიზნესთან ერთად შევძელით ხელი შევუწყოთ "ოქსიგენ ფესტს", რომელიც დაფუძნდა. სწორედ ეს უნიკალური ადგილი, ჩვენი პარკის, გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა და არამარტო მათ, ყველა თაობის რუსთაველმა შეძლონ დასვენება, განტვირთვა და გემოვნებიანი მუსიკის მოსმენა",- განაცხადა ლაცაბიძემ.
"ოქსიგენ ფესტის" ფარგლებში წელს ღონისძიებები 25 და 27 ივნისს გაიმართება.
25-ივნისს რუსთავის ცენტრალურ პარკში დაფუძნებული საფესტივალო სივრცე ქართული ფოლკლორისა და თვითშემოქმედების ყოველწლიური ფესტივალს "არტგენს" დაეთმობა, ხოლო 26 ივნის ელექტრონულ და თანამედროვე მუსიკას.
პირველი მუსიკალური ფესტივალის ჩასატარებლად საწარმო "რუსთავის აზოტსა" და მუნიციპალიტეტის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა.