"ქართველ მებრძოლთა მემორიალი" გაქურდეს

2022-05-30 14:13:02

გორში "ქართველ მებრძოლთა მემორიალი" გაქურდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" მერის წარმომადგენელმა განუცხადა მემორიალზე 8 ქანდაკებიდან 3 დაზიანებულია.

მისი თქმით,  ერთს ხმალი აქვს მოგლეჯილი, ერთს კიდური აკლია, კიდევ ერთი ქანდაკების ხმალზე კი ხერხის კვალი შეინიშნება.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.