უბედურ შემთხვევას 25 წლის ბიჭი ემსხვერპლა

2022-05-29 14:23:33

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარში უბედურ შემთხვევას 25 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" სოფელში მერის წარმომადგენელმა განუცხადა, ახალგაზრდა კაცს სახლის დემონტაჟის დროს, სავარაუდოდ, ბეტონის ფილა დაეცა და გარდაიცვალა.

"ინფო რუსთავის" მეტი დეტალის გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.