ტყეში უგონო მდგომარეობაში მყოფი კაცი იპოვეს

2022-05-29 12:18:31

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რაქვთის ტყეში უგონო მდგომარეობაში მყოფი კაცი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ვარაუდობენ, რომ კაცს თავს დათვი დაესხა.

დაშავებული კლინიკა ''მედალფაშია'' გადაყვანილი. კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მას თავის, სახის ძვლების და ქალა ტვინის მძიმე ტრავმა აქვს. განიხილავენ, რომ შესაძლოა მას ეს ტრავმები დაცემისგანაც მიეღო.