მცხეთაში, ჯვრისკენ მიმავალ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი ჯერ ჯების შეეჯახა, რის შემდეგაც მანქანას ცეცხლი გაუჩნდა და ის დაიწვა. ადგილზე ერთი მგზავრი დაიღუპა.
მანქანაში 6 ადამიანი იმყოფებოდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს - 3 მათგანი მცხეთის საავადმყოფოში აგრძელებს მკურნალობას, 1 მცხეთის ნიუს ჰოსპიტალში, 1 კი თბილისის ვივამედში.