"ფსიქიატრიული კლინიკა N21" [photo]

2022-05-28 20:24:59

რუსთავის ცენტრალურ პარკში არსებულ ვოლიერში გამოფენა მოეწყო.

გამოფენა ორიგინალური პერფორმანსით დაიწყო, რომლის მიზანიც, ავტორის, თამარ ფეიქრიშვილის თქმით, ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა მიმართ სოლიდარობის გამოხატვა გახლდათ.

"სახლი მათთვის, ვისაც უცნაური ხმები ესმის, უცნაურ რამეებს ჩადის. ეს არის 21-ე საუკუნის საგიჟეთი, სადაც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავითავისოთ ამ ადამიანების მდგომარეობა, ფსიქოლოგიური პრობლემები. განსაკუთრებით რთულია, ადამიანის ფსიქიკას რომ გაუფრთხილდე. სოლიდარობა მენტალური პრობლემების მქონე ადამიანებს, რომლებიც ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს გარკვეულმა გრემოებებმა. ვფიქრობ, რომ საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს აწუხებს დღეს ეს პრობლემა, უბრალოდ აღიარება გვიჭირს, რომ ჩვენც გვაქვს რაღაც პატარ-პატარა გამოვლინება ფსიქიური აშლილობის", - განაცხადა თამარ ფეიქრიშვილმა.

სივრცეში აღნიშნულ თემატიკასთან დაკავშირებით თამარ ფეიქრიშვილის ნაატები, ჯამი, 26 ნამუშევარი და ვახტან გულდედავას 8 ქანდაკება იყო გამოფენილი.