ფრაქცია "რუსთავი საქართველოსთვის" ბრიფინგი საკრებულოში [video]

2022-05-28 18:33:38

"სამწუხაროა, რომ რუსთავის მერი ნაცვლად იმისა, თანამშრომლობდეს საკრებულოსთან, დაკავებულია მხოლოდ პიარ-სვლებითა და არასწორი ინფორმაციის გაჟღერებით, რომ თითქოს პარტიამ "საქართველოსთვის" უარი უთხრა ქალაქს მუნიციპალური სერვისების განვითარებაზე, მაშინ, როცა რეალურად, ფაქტია, რომ ჩვენმა ფრაქციამ მხარი დავუჭირეთ აღნიშნული ცვლილების გატანას ბიუროდან საკრებულოს სხდომაზე", - ამის შესახებ ფრაქცია "რუსთავი საქართველოსთვის" წევრმა ნათია შელეგიამ ბრიფინგზე განაცხადა.

ნათია შელეგია რუსთავის მერის მიერ დღე ჩატარებულ ბრიფინგს გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, "ერთიანმა ნაციონალურმა მორაობამ" და პარტიამ "საქართველოსთვის" უარი უთხრე ქალაქს მუნიციპალური სერვისების გაუმჯობეებაე.

"რაც შეეხება მერის მიერ დასახელებულ სოციალურ პროგრამებს, რომელიც ვერ გავიდა საკრებულოს სხდომაზე, გაცნობებთ, რომ ჯერ კიდევ, 2021 წლის 14 დეკემბრის მთავრობის ადმინისტრაციის წერილით, დადგენდა ხარვეზები 2022 წლის ნაჩქარევად მიღებულ ბიუჯეტსა და სოციალურ პროგრამებს შორის. მიუხედავად საკრებულოს არაერთი მიმართვისა, ოთხი თვის თავზე, მერიამ გადმოაგზავნა აღნიშნული ცვლილებები საკრებულოს სხდომამდე ოთხი დღით ადრე, ისევ ხარვეზებით. თუმა, მიუხედავად ამ ხარვეზებისა, ფრაქციამ "რუსთავი საქართველოსთვის" მხარი დაუჭირა ამ პროგრამების გასვლას საკრებულოს სხდომაზე.

ქალაქის მერმა პირადად განაცხადა, რომ მას მოლოდინი ჰქონდა "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან დესტრუქციისა, თუმცა ჩვენი პარტიის მიერ არაერთი შეთავაზებისა, რომ აეღოთ კომისიები და თანამდებობები, მათ თავად განაცხადეს უარი აღნიშნულზე და უმრავლესობა მიანიჭეს "ნაციონალურ მოძრაობას".

პოპულიზმია, როცა ქალაქის მერი ამბობს, რომ თითქოს საკრებულოს სხდომაზე განიხილებოდა მხოლოდ საწვავის და ტელეფონის ლიმიტები, რადგან, საწვავის ლიმიტი საერთოდ არ განხილულა, ხოლო სატელეფონო ლიმიტების ნაწილში, მოხდა ლიმიტების შემცირება. ასევე პოპულისტურია ქალაქის მერის განცხადება, იმასთან დაკავშირებით, რომ საკრებულოს სხდომაზე, ბიუროს გვერდის ავლით იყო შესაძლებელი აღნიშნული პროგრამების დამტკიცება, ვინაიდან აღნიშნული ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობასა და საკრებულოს რეგლამენტს", - განაცხადა ნათია შელეგიამ.

შეგახსენებთ, რუსთავის მერის, ნინო ლაცაბიძის განაცხადებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და პარტია "საქართველოსთვის" წევრებმა, რუსთაველებისთვის მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებას უარი უთხრეს.

როგორც ლაცაბიძემ განაცხადა, საკრებულოში, სწორედ მოსახლეობასთან შეხვედრებისა და მათი მოთხოვნების შესაბამისად იქნა სხვადასხვა მნიშვნელოვანი ცვლილებები ინიცირებული, თუმცა ოპოზიციურმა პარტიებმა ამ ცვლილებების შეტანაზე პირადი პოლიტიკური მიზნების გამო უარი თქვეს.