ახმეტაში, სამოქალაქო აქტივისტებსა და "კონსერვატიული მოძრაობის" წევრს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
მხარეებს შორის დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ახალგაზრდების ჯგუფი ტრანსფარანტებით - "არა რუსეთს", "რუსეთი ოკუპანტია" არა ალტ ინფოს საქართველოში" ოფისთან გამოჩნდნენ და ახმეტაში ორგანიზაციის გახსნა გააპროტესტეს.
მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება დაახლოებით ნახევარ საათს გრძელდებოდა.
რის გამოც პოლიციამ ტერიტორიიდან 2 პირი განარიდა.