რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, პიკაპის ტიპის ავტომობილი 50 წლამდე ქალს შეეჯახა. თვითმხილველების თქმით, ქვეითი შემთხვევის დროს "ზებრა" გადასასვლელზე გადაადგილდებოდა.
ქალი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა. დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.