ავარიას ორი ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

2022-05-27 23:57:18

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" სოფელში მერის წარმომადგენელმა, ვაჟა ჟორჟოლიანმა განუცხადა, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბეტონის ჯებირს შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე ორი ახალგაზრდა ქალი დაიღუპა, ასევე დაშავდა ორი მცირეწლოვანი.

დაშავებულებს სამედიცინო დახმარება გაეწიათ და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.