თერჯოლის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.
არსებული ინფორმაციით, ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. დაშავებული მამაკაცი თერჯოლის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარება.