ავარიას 2 ადამიანი ემსვერპლა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით მარნეულის რაიონის სოფელში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ჯერ არასრულწლოვანს, შემდეგ კი სოფლის ღობეს შეეჯახა.
ბავშვი ადგილზე დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე დაიღუპა მძღოლიც.
მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.