კონცერტი რუსთავში, თავისუფლების მოედანზე

2022-05-26 20:16:02

რუსთავში, თავისუფლების მოედანზე, 26 მაისის აღსანიშნავი კონცერტი გრძელდება.

17:10 საათზე, დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადების ზუსტი დრო, ევროკავშირის და საქართველოს ჰიმნით აღინიშნა, რომელიც ანსამბლმა "თუთარჩელამ" ეარულა.

მოედანზე შეკრებილ რუსთაველებს, ქვეყნის დამოუკიდებლობის 104-ე წლისთავი  ანსამბლმა "რუსთავმა" და პოლონურ-გერმანულმა გუნდმა Adoramus-Kameralny მიულოცეს.

თავისუფლების მოედანზე მოყობილი მთავარი სცენიდან რუსთაველებისთვის იმღერა ჯგუფმა "რეგიონმა", 20:00 საათზე კი, "Killages"-ის კონცერტი დაიწყო.