არასრულწლოვანი ადგილზე დაიღუპა

2022-05-26 16:30:56

მარნეულის რაიონის სოფელში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ჯერ არასრულწლოვანს, შემდეგ კი სოფლის ღობეს შეეჯახა.


ბავშვი ადგილზე დაიღუპა
. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე დაიღუპა მძღოლიც.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. გამოძიება დაწყებულია.