რუსთავში მეგობრობის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს "სუბარუს" მარკის მსუბუქი ავტომობილი და "მერსედესის" მარკის მიკროავტობუსი შეეჯახა, რა დროსაც "სუბარუს" მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რკინის ჯებირი გაანგრია და ჰამლეტ გონაშვილის სახელობის სკვერში შევარდა.
შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები.