რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2022-05-24 00:14:40

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება "ენერგო-პრო ჯორჯია"-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 მაისს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში მოდებაძის, სტამბოლის ბაზრის, კოსტავას, რუსთაველის, 9 მაისის, აღმაშენებლის, მე-16, მე-17, ე-12, მე-11, მე-7 მიკრორაიონებსა და მიმდებარე ქუჩებზე;

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.