ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [video]

2022-05-24 00:11:01

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, რუსთავი გაჩიანის გზაზე, სასაფლაოებთან, "მერსედესის" მარკის ავტომობილი, ბეტონმზიდს შეეჯახა.

შეჯახების შედეგად ბეტონმზიდი წყლის არხში გადავარდა, ხოლო მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი წაეკიდა. მძღოლმა საბედნიეროდ დროულად მოახერხა მანქანიდან გადმოსვლა, ავტომობილი კი დაწივა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების, სახანძრო სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იყვნენ მობილიზებულნი.

ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა, ავტოსაგზაო შემთხვევის გამო მაგისტრალზე მიმოსვლა რამდენიმე წუთით შეზღუდილი იყო.