რუსთავში დაახლოებით 13:01 საათისთვის, მოსახლეობამ ძლიერი აფეთქების ხმა გაიგო, რასაც მცირე ბიძგებიც მოჰყვა.
აფეთქების ხმასთან დაკავშირებით "ინფო რუსთავს" რუსთაველები დაუკავშირდნენ და საკითხით დაინტერესება სთხოვეს.
მათი თქმით, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ დარტყმის ტალღამ ფანჯრები და კარები შეაზანზარა. ხმა და მცირე ბიძგები მარჯვენა სანაპიროს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა გაიგო და იგრძნო.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავმა" გაარკვია, აფეთქების ხმა ვაზიანის სამხედრო ბაზიდან მოდიოდა.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში ამბობენ, რომ პოლიგონზე, ამჟამად, სწავლება მიმდინარეობს.