რუსთავის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლე, რომელმაც წელს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ოქროს მედალზე დაამთავრა მუნიციპალიტეტის მერიისგან 500 ლარიან წახალისებას მიიღებენ.
წახალისების მისაღებად მოსწავლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა დამრგვალების გარეშე 10 უნდა შეადგენდეს და რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მცხოვრები უნდა იყოს.
გამონაკლისი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირზე, რომელსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდება - ქალაქი რუსთავი.