საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა და ქალი დაიწვა

2022-05-23 11:01:09

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოძაურში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა და ქალი დაიწვა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ადგილობრივებმა განუცხადეს, ცეცხლის გაჩენის დროს სახლში ორი მოხუცებული იმყოფებოდა, ერთის გამოყვანა მეზობლებმა შეძლეს, თუმცა მეორე ვეღარ გადაარჩინეს და სახლში დაიწვა.

ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი.