რას ამბობს კაცი, რომელმაც ცოლი შვილების თვალწინ მოკლა

2022-05-22 12:49:18

საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის მკვლელობისთვის დაკავებული პირის ადვოკატმა, სულხან კომახიძემ განაცხადა, რომ ბვალდებულს ფაქტები არ ახსოვს.

ბრალის წარდგენა ჯერ არ ყოფილა და არ გვაქვს ინფორმაცია, როდის იქნება, ამაზე პროკურორი იღებს გადაწყვეტილებას. შევხვდი მას [დაკავებულს] და ფაქტებს ვერ იხსენებს, გაოგნებულია მომხდარით, სინანულშია და რა მოხდა ჯერჯერობით, ამის აღდგენა უჭირს“, - განუცხადა ინტერპრესნიუსს სულხან კომახიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში ქმარმა შვილების თვალწინ 31 წლის ცოლი ვიცი იარაღით მოკლა.